გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ინფორმაციას გაფართოების საკითხებში ევროკომისარი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მარტა კოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა, მხარდაჭერა გაუწიოს აზერბაიჯანის საქმიანობას ჰუმანიტარულ-განაღმვით სფეროში და ასევე ნახჭევანის მიმართულებით სარკინიგზო ხაზის აღდგენის პროექტებს.
ევროკომისარი წერს, რომ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე მხარი დაუჭირა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების იმპლემენტაციას.
„ჩვენ შევთანხმდით, გავაძლიეროთ მუშაობა ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო კავშირები გასაძლიერებლად“, – წერს მარტა კოსი.