დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპირება, რომ გრენლანდიის დასაკავებლად სამხედრო ძალას არ გამოიყენებს, დადებითად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არ ნ იშნავს, რომ კუნძულის ირგვლივ არსებული პრობლემა გადაიჭრება.
„პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ სავსებით ნათელი გახდა, რომ მისი ამბიციები უცვლელია. რა თქმა უნდა, პოზიტიურია, რომ ითქვა – არ გამოიყენებს სამხედრო ძალას. ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინიტრმა.
„ჩვენ მივიღეთ მ ოკლე ან გარიში, საიდანაც ირკვევა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განზრახვები უცვლელი რჩება“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
ამასთან, ლარს ლოკე რასმუსენმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, განვაგრძობთ იმ დიპლომატიურ გზას, რომელზეც შევთანხმდით გასულ კვირას შეერთებულ შტატებში ყოფნისას. შევთანხმდით ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარკო რუბიოსთან, რომ დავიწყებთ მაღალი დონის დისკუსიებს, რათა დავინახოთ, შეგვიძლია თუ არა ამერიკული ინტერესების გათვალისწინება იმ საკითხებზე, რომლებსაც პრეზიდენტიც შეეხო თავის გამოსვლაში, ისე, რომ დაცული იყოს ჩვენი წითელი ხაზები“, – აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.