აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის Air Force One-ის თვითმფრინავი, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტი ფრენას ახალი თვითმფრინავით გააგრძელებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ Air Force One-ის ეკიპაჟმა აფრენის შემდეგ მცირე ელექტრო პრობლემა აღმოაჩინა, რის გამოც თვითმფრინავი უკან დაბრუნდა.
პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დავოსში აშშ-ის წარმომადგენელი დონალდ ტრამპი იქნება.“
„ამერიკის შეერთებული შტატები დავოსში კარგად იქნება წარმოდგენილი – იქ მე ვიქნები. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!“- წერს ტრამპი.