კალიფორნიის დემოკრატმა გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა, მკაცრად დაგმო ევროპის ფრთხილი რეაქცია დონალდ ტრამპის გრენლანდიასთან დაკავშირებულ მუქარაზე.
დავოსში ჟურნალისტის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას რაიმე გზავნილი ევროპელებისთვის, ნიუსომმა უპასუხა:
„ევროპელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რა გააკეთონ, მაგრამ იმას ვერ გააგრძელებენ, რა საც აქამდე აკეთებდნენ. ის მათ ატყუებს და ეს სირცხვილია. თანამონაწილეობა შეწყვიტეთ. დროა, სიმტკიცე გამოიჩინოთ. ისინი მას უბრალოდ თავს უხრიან. მსოფლიო ლიდერებისთვის სამუხლეები უნდა წამომეღო. იმედია, ხვდებიან, თუ როგორ უსუსურად გამოიყურებიან საერთაშორისო არენაზე... ეს უხერხულია“, - განაცხადა გევინ ნიუსომმა.