გრენლანდიასთან დაკავშირებით ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გრენლანდია აუცილებელია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.
"გრენლანდიასთან დაკავშირებით ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან. დავთანხმდი სხვადასხვა მხარესთან შეხვედრას შვეიცარიაში, დავოსში. როგორც ყველას, ძალიან ნათლად ვუთხარი, გრენლანდია აუცილებელია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. უკან დახევა შეუძლებელია - ამაში ყველა თანხმდება! ამერიკის შეერთებული შტატები, უდავოდ, ყველაზე ძლიერი ქვეყანაა მსოფლიოში. ამის დიდი მიზეზი ჩემი პირველი ვადის განმავლობაში ჩვენი სამხედრო ძალების აღდგენაა, რომელიც კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით გრძელდება. ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია მშვიდობის უზრუნველყოფა მთელ მსოფლიოში - და ეს, მარტივად, ძალის მეშვეობით ხდება!" - წერს ტრამპი.