ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განსახილველად 22 იანვარს ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი გაიმართება. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ევროკავშირის ლიდერების საგანგებო შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე მოიწვია.