შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე დააკავეს როგორც „ტვ პირველი“ იუწყება, ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა.
ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც ვლადიმერ ხუნდაძი ძმაა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ პირს, კობა ხუნდაძეს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი ამოიღეს.
ხუნდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.