ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, კატასტროფის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაშავდა, ზოგიერთი მათგანის მდომარეობა მძიმეა.
ტრაგედია ესპანეთის პროვინცია კორდობაში 18 იანვრის საღამოს მოხდა.
ეროვნული სარკინიგზო ოპერატორის, Adif-ის ცნობით, მალაგასა და მადრიდს შორის მოძრავი საღამოს მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მადრიდიდან უელვაში მიმავალ შემხვედრ მატარებელს დაეჯახა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შეჯახების დროს ორივე მატარებელში დაახლოებით 500 მგზავრი იმყოფებოდა.
მაშველები ტრაგედიის ადგილზე კვლავ მუშაობენ და მატარებლებში გადარჩენილების პოვნას ცდილობენ.
შემთხვევის შემდეგ მადრიდსა და ანდალუსიას შორის სარკინიგზო მოძრაობა შეჩერდა.