ბუნდესვერის 15 ჯარისკაცისგან შემდგარმა ჯგუფმა გრენლანდია კვირას, 18 იანვარს დატოვა.
ბუნდესვერის ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელმა სამხედრო პერსონალის გამგზავრების შესახებ განაცხადა.
„სადაზვერვო მისიამ ყველა შედეგი გამოიღო და ახლა ახლა შეფასება უკვე გერმანიაში მოხდება“, - განაცხადა მან.
სამხედრო ოფიციალურმა პირმა უარყო, რომ მისია ნაადრევად შეწყდა. „სადაზვერვო მისია გეგმის მიხედვით დასრულდა“, - თქვა მან.
მისივე თქმით, რომ გერმანელი სამხედროები რეიკიავიკში ჩაფრინდნენ, საიდანაც კოპენჰაგენში გაემგზავრებოდნენ.
ბერლინში განმარტავენ, რომ მისიის მიზანი იყო გრენლანდიის უსაფრთხოების გაძლიერების გზების შესწავლა შესაძლო საფრთხეების ფონზე, მათ შორის რუსეთის მხრიდან
Bild-ის ცნობით, ბუნდესვერის მისია გრენლანდიაში 44 საათს გაგრძელდა.