დანიამ, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, შვედეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების შესახებ მუქარა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს ძირს უთხრის.
ნატო-ს რვა წევრმა ქვეყანამ გამოაცხადა არქტიკის უსაფრთხოების, როგორც საერთო ტრანსატლანტიკური ინტერესის გაძლიერების სურვილის შესახებ განაცხადა.
მათი თქმით, ამ საჭიროებას შეესაბამება მოკავშირეებთან ერთად წინასწარ ჩატარებული დანიის კოორდინირებული წვრთნები Arctic Endurance.
მათი განცხადებით, წვრთნები არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.
„ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ დანიის სამეფოს და გრენლანდიის ხალხს. გასულ კვირას დაწყებული პროცესის საფუძველზე, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ დიალოგში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს.
ტარიფების დაწესებით მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს ქმნის. ჩვენ გავაგრძელებთ ერთიანობას და კოორდინირებულ რეაგირებას. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი,“ - ნათქვამია განცხადებაში.