ჩვენი პოზიცია გრენლანდიასთან დაკავშირებით ძალიან ნათელია - ის დანიის სამეფოს ნაწილია და მისი მომავალი გრენლანდიელებისა და დანიელების გადასაწყვეტია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა.
„ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ არქტიკის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ნატო-ს ყველა წევრისთვის და მოკავშირეებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა მეტი გააკეთონ არქტიკის სხვადასხვა ნაწილში რუსეთის მიერ წარმოქმნილი საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ნატო-ს წევრების კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოკავშირეებისთვის ტარიფებისდაკისრება აბსოლუტურად არასწორია. რა თქმა უნდა, ამ საკითხს პირდაპირ აშშ-ის ადმინისტრაციასთან განვიხილავთ,“ - აცხადებს სტარმერი.
შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიის გამო დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს ტარიფებს უწესებს.