ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი არეულობა გამოწვეული იყო „ამერიკის წაქეზებით“, რომლის მიზანი „ირანის შთანთქმაა“.
„ჩვენ ქვეყანას ომისკენ არ წავიყვანთ, მაგრამ არ დავუთმობთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამნაშავეებს, რომლებიც ამერიკულ ამბოხებაში არიან ჩართულნი“, - თქვა მან
ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებულ კომენტარებში ხამენეიმ ისრაელი და აშშ დაადანაშაულა.
„ჩვენ აშშ-ის პრეზიდენტს დამნაშავედ ვცნობთ ირანელი ერისთვის მიყენებული მსხვერპლის, ზიანისა და ცილისწამებისთვის“, – წერს ხამენეი.