რუსული Telegram -არხების ცნობით, რუსეთის მოსკოვის ოლქში, სერპუხოვში, ქიმიურ ქარხანაში დაკვამლიანებაა, ხოლო ელექტროქვესადგურს ცეცხლი უკიდია.
Telegram -არხ Astra-მ თავდაპირველად, გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვამლი მოსკოვის ოლქის ქალაქ ვოკრესენსკში მინერალური სასუქების ქარხანაშია.მოგვიანებით მან განაცხადა, რომ „მოსკოვის ოლქის სერპუხოვში ელექტროქვესადგური იწვის; ქალაქის ნაწილი და მიმდებარე დასახლებები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“.
კვამლისა და ხანძრის გამომწვევი მიზეზები „უცნობია და ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს“.