უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ბატკივშჩინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ, რომელიც რამდენიმე დეპუტატისთვის ქრთამის შეთავაზებაშია ეჭვმიტანილი, განაცხადა, რომ მისი ანგარიშები გაყინულია. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
15 იანვარს გამოცხადდა, რომ პროკურატურა ტიმოშენკოსთვის 50 მილიონი გრივნას გირაოს და საპროცესო ვალდებულებების შესრულებას მოითხოვდა. სასამართლო სხდომა პარასკევს დილით არის დაგეგმილი.
ტიმოშენკოს თქმით, მან აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშები დაბლოკილი იყო.
„ეს მაშინ ხდება, როდესაც აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში გირაოს გადახდას გეგმავ ერთი უტვინო „დიქტატორის“ პოლიტიკური დევნისთვის კომპენსაციის სახით მიღებული თანხის გამოყენებით. მაგრამ ამის გაკეთება არ შეგიძლია, რადგან შენი ანგარიშები სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც კი დავლოკილია. აი, როგორია ანტიკორუფციული მართლმსაჯულება საერთაშორისო თაღლითებისთვის. თქვენ, გულუბრყვილოებო, ალბათ გგონიათ, რომ ასეთი პრიმიტიული ნაბიჯებით მაიძულებთ გავიქცე ან ბრძოლა შევწყვიტო. ძალიან ცდებით,“ - წერს ტიმოშენკო.