ირანის ხელმძღვანელობას მილიონობით დოლარი ქვეყნიდან გააქვს, ვხედავთ, როგორ გარბიან გემიდან ვირთხები , - ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მიდვანმა სკოტ ბესენტმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ახლა ჩვენ ვხედავთ, როგორ გარბიან გემიდან ვირთხები. ჩვენ ვხედავთ, ირანის მმართველებს კონტრაბანდულად როგორ გააქვთ ქვეყნიდან მილიონობით, ათობით მილიონი დოლარი.
ისინი ტოვებენ გემს, ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება ეს. ჩვენ ამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბაკნებითა და საფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით ვხედავთ. ჩვენ ამ აქტივებს ვაკვირდებით, ისინი მათ შენარჩუნებას ვერ შეძლებენ“, - განაცხადა სკოტ ბესენტმა.