ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, არ გაიმეოროს აშშ-ის წინა შეცდომები. მისი თქმით, ომს დიპლომატია აჯობოს.
„ჩემი გზავნილია: ნუ გაიმეორებთ იგივე შეცდომას, რაც ივნისში დაუშვით... იგივე შედეგს მიიღებთ. ივნისში თქვენ გაანადგურეთ ინფრასტრუქტურა, მოწყობილობები, მაგრამ ტექნოლოგია შეუძლებელია დაიბომბოს. ასევე, შეუძლებელია გადაწყვეტილების დაბომბვა. ახლა ირანმა დაამტკიცა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, დიპლომატიისთვის. ჩვენ დავამტკიცეთ გასული 20 წლის განმავლობაში. 2015 წელს, 2025 წელს, ყოველ ჯერზე აშშ იყო ის, რომელიც გაურბოდა დიპლომატიას, რომ ჩაეჭრა დიპლომატია და აერჩია ომი. თუ ომსა და დიპლომატიას შორის არჩევანის გაკეთება გიწევთ, დიპლომატია უკეთესი გზაა, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებთან [ურთიერთქმედების] დადებითი გამოცდილება არ გვაქვს.
თუმცა, დიპლომატია ომზე ბევრად უკეთესია“, - განაცხადა არაღჩიმ Fox News-თან ინტერვიუში.