ამერიკის შეერთებული შტატები საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს.
მედია წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საკონსულო ოფიცრებს ავალებს, უარი თქვან ვიზების გაცემაზე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, სანამ დეპარტამენტი ხელახლა შეაფასებს სკრინინგის და შემოწმების პროცედურებს.
ვიზების გაცემაზე პაუზა 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება მანამ, სანამ დეპარტამენტი ვიზების დამუშავების პროცესს ხელახლა არ შეაფასებს.
შეზღუდვა შემდეგ ქვეყნებს შეეხებათ: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბჰუტანი, ბოსნია, ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერიტრია, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.