„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ რამდენიმე დღის წინ , სოციალურ ქსელში, „ქართული ოცნების“ დეპუტატზე, არჩილ გორდულაძეზე დაწერილი პოსტის გამო შსს-მ მის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.
ჩერგოლეიშვილის ცნობით, საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ, 15 იანვარსაა ჩანიშნული, თუმცა ჩერგოლეიშვილმა სასამართლოს წარმომადგენელს უთხრა, რომ სხდომას არ დაესწრება.
"კანონს, რისი მიხედვითაც უნდა გამასამართლოთ, არ ვაღიარებ, გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებასთან და კონსტიტუციასთან სრულიად შეუთავსებლად მივიჩნევ, და ბოდიშის მოხდით, უჩემოდ მოგიწევთ...
თუ მოსამართლე ჩემი მოსაზრებით დაინტერესებულია, შეგიძლიათ გადასცეთ, რომ ერთადერთი ნორმალური საქციელი მისი მხრიდან, იმ კანონის საკონსტიტუციოში გასაჩივრებაა, რომლის მიხედვითაც ჩემი გასამართლება უნდათ.
აი წარმოიდგინოს, ტრამპი რომ ბაიდენისთვის "სლიფი ჯოს" და ათასი უბედურების ძახების გამო ეჯარიმებინათ ...", - წერს ჩერგოლეიშვილი.