უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან ლინდსი გრემთან და რიჩარდ ბლუმენტალთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც სხვა საკითხებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის საკითხი განიხილა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Х-ზე დაწერა.
ზელენსკიმ სენატორებს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე რუსეთის კომბინირებული თავდასხმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტებით მომარაგების აუცილებლობას.
„ჩვენ ვხედავთ მრავალ სხვადასხვა ფაქტორს, რაც პუტინს და შესაბამისად, მთელ რუსეთს მნიშვნელოვნად ასუსტებს. მნიშვნელოვანია, რომ ზეწოლის ყველა შესაძლო ფორმა მაქსიმალურად გაიზარდოს, რათა საბოლოოდ აიძულონ რუსები, დაასრულონ ეს ომი.
„ჩვენ განვიხილეთ სენატორების სანქციების შესახებ კანონპროექტის ამჟამინდელი სტატუსი, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს რუსეთის და ყველა იმ პირის პოზიციაზე, ვინც მას ამ ომში ეხმარება“, - დასძინა მან.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებთან კონტაქტების მიმდინარეობაზე. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მხარეები უკვე ძალიან ახლოს არიან დოკუმენტების დასრულებასთან.