ირანის რეჟიმმა ინტერნეტი გამორთო, რათა ჩუმად მკვლელობის და ჩაგვრის შესაძლებლობა ჰქონოდეს. ეს შეუწყნარებელია, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი X-ზე წერს.
მისი თქმით, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ირანის ელჩს უწყებაში დაიბარებს.
„ირანის რეჟიმმა ინტერნეტი გამორთო, რათა ჩუმად მკვლელობის და ჩაგვრის შესაძლებლობა ჰქონოდეს. ეს შეუწყნარებელია, ჩვენ ირანელი ხალხის გვერდით ვდგავართ - როგორც ქალების, ასევე კაცების. დღეს დილით ირანის ელჩს დავიბარებ. ევროკავშირთან ერთად, ფინეთი სწავლობს ზომებს, რათა ხელი შეუწყოს ირანელი ხალხის თავისუფლების აღდგენას“,- წერს ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.