არ მაინტერესებს რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ - არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სახელებსა და გვარებს, ვინ სად და როგორ იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის რადიკალური დაჯგუფება, მოღალატეები, ქვეყნის მტრები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და „პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს“.
მისივე თქმით, ყველა მათი გაკეთებული განცხადება და ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის გადადგმული.
„არ მაინტერესებს რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რა გადაწყვეტილებებს იღებენ. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სახელებსა და გვარებს, ვინ სად და როგორ იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის რადიკალური დაჯგუფება, მოღალატეები, ქვეყნის მტრები, გარედან იმართებიან, ყველა მათი გაკეთებული განცხადება და ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის გადადგმული“,- აღნიშნა კალაძემ.