რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ უფრო მეტხანს გრძელდება, ვიდრე 1941–1945 წლების ომი ნაცისტურ მესამე რაიხსა და სსრკ-ს შორის — 1418 დღე, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა X-ზე წერს.
სიბიჰას განცახდებით, ახლა, როდესაც რუსეთი ტერორს აძლიერებს, საერრთაშორიოს პარტნიორებმა მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაზარდონ სანქციებისა და უკრაინისთვის დახმარების გაზრდით.
„რუსეთმა უკრაინის მიწაზე ჩაიდინა სისასტიკე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო მასშტაბისა და სისასტიკის არის. და მაინც, მან ვერ შეძლო უკრაინის ან ჩვენი ხალხის სულისკვეთების გატეხვა.
ამ პერიოდში რუსეთმა თავისი აგრესიის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.
ამის ნაცვლად, მან უზარმაზარი დანაკარგები განიცადა: 1.2 მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი, ასევე სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგები.
მაშინ, როდესაც რუსეთი ზამთრის შუა პერიოდში ტერორს აძლიერებს და ცდილობს უკრაინის წინააღმდეგობისთვისა და საერთაშორისო ერთიანობის ძირის გამოთხრას, ახლა იდეალური დროა მოსკოვზე ზეწოლის გასაძლიერებლად დამატებითი სანქციების დაწესებით და უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდით.
უკრაინა ინარჩუნებს მტკიცე პოზიციას და კვლავ ერთგულია შეერთებულ შტატებთაბ და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობისა, რათა მიღწეულ იქნას ხანგრძლივი მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში“, - წერს სიბიჰა.