ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. Iran International ორგანიზაცია Human Rights Watch-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ 13-დღიანი საპროტეტსო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 51 -მდე გაიზარდა.
ორგანიზაციის დადასტურებული მონაცემებით, მომიტინგეები 11 პროვინციაში დაიღუპნენ, დაშავებულია ასობით ადამიანი. დადასტურებულ მსხვერპლთა შორის ცხრა არასრულწლოვანია 18 წლამდე ასაკის, თუმცა ორგანიზაციის თქმით, ბავშვთა შორის ყველა მსხვერპლთა ზუსტი ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ჯერ კიდევ გროვდება.
ადამიანის უფლებათა დამცველებმა ასევე განაცხადეს, რომ მიიღეს დაუდასტურებელი ინფორმაცია ათობით სხვა გარდაცვალების შესახებ თეირანში, მაშჰადში, ფარდისში, კარაჯსა და ჰამედანში.
ეს შემთხვევები გარკვევის პროცესშია და ოფიციალურ სტატისტიკაში ჯერ არ არის ასახული.
გავრცელებული ცნობებით, თეირანსა და ირანის სხვადასხვა ქალაქებში უკვე მოქმედებს სტარლინკის სატელიტური ინტერნეტის მიმღები რამდენიმე ტერმინალი, რაც შესაძლებელს ხდის საპროტესტო აქციების ამსახველი ვიდეოკადრები საერთაშორისო მედიაში. გავრცელდეს.
რეჟიმის სასტიკი დარბევების მიუხედავად, ხალხის ნაკადი არ წყდება თეირანის ქუჩებში. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს მასშტაბური შეკრებები.
როგორც მედია იუწყება, გავრცელებული მონაცემებით, წუხანდელთან შედარებით, დღეს ირანის დედაქალაქის ქუჩებში კიდევ უფრო მეტი ხალხია გამოსული.
ირანში, უკვე მეორე კვირაა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მიმდინარეობს. თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასშტაბური გამოსვლები ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის ფონზე დაიწყო, რამაც ქვეყანაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.