უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ ერთნაირი გამოწვევაა ვარშავისთვის, ბუქარესტისთვის, ბუდაპეშტისთვის და სხვა მრავალი დედაქალაქისთვის. ამის შესახებ მან საღამოს მიმართვისას განაცხადა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა „ორეშნიკით“დარტყმა დემონსტრაციულად განახორციელა ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს.
„ყველამ ერთნაირად უნდა გაიაზროს და სერიოზულად მიიღოს: რუსები თუ არც კი ცდილობენ, დამაჯერებელი მიზეზი მოიფიქრონ ასეთი იარაღის გამოსაყენებლად, მაშინ ვერც პირადი კავშირები და ვერც რიტორიკა ამისგან ვერ დაგიცავთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამიტომ, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ერთობლივი მოქმედებებისა და ერთობლივი თავდაცვის სისტემის არსებობა.