აშშ-მა კარიბის ზღვის აუზში კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია გემის დაკავების ოპერაციის დაწყების შესახებ.
აშშ-ის სამხრეთ სარდლობის ინფორმაციით, ავიამზიდ Gerald R. Ford-იდან გაგზავნილმა ამერიკელმა სამხედროებმა კარიბის ზღვაში ინციდენტების გარეშე დააკავეს ტანკერი Olina.
ტანკერი ვენესუელის მახლობლად, ტიმორ-ლესტეს დროშის ქვეშ მიცურავდა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კრისტი ნოემის განცხადებით, ვენესუელიდან გასული ტანკერი ცდილობდა, აშშ-ის ძალებისთვის თავი აერიდებინა და ეჭვმიტანილი იყო აკრძალული ნავთობის გადაზიდვაში.
„მოჩვენება ფლოტები სამართალს ვერ გაექცევიან. ისინი ეროვნების გაყალბებით ვერ დაიმალებიან“, – განაცხადა კრისტი ნოემმა.
მისი თქმით, სანაპირო დაცვა დააკავებს სანქცირებული ნავთობტანკერებს.
"სანაპირო დაცვა დააკავებს სანქცირებული ნავთობტანკერებს, აღასრულებს აშშ-ის და საერთაშორისო კანონმდებლობას და აღმოფხვრის უკანონო საქმიანობის, მათ შორის ნარკოტერორიზმის დაფინანსების ამ ნაკადებს. ჩვენ ძლიერ ვამაყობთ სანაპირო დაცვის საზღვაო საბრძოლო ძალებით, ამ მისიის - ზღვის დომინირების დაუღალავი შესრულებისთვის", - წერს ნოემი.