ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სირიის დედაქალაქ დამასკოში ჩავიდნენ, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდნენ. ინფორმაციას ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„შიშისა და დუმილის ათწლეულის შემდეგ სირიელებმა დაიწყეს გრძელი მოგზაურობა იმედისა და განახლებისკენ. ევროპა გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია სირიის აღდგენისა და და რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.