ფრანგული გამოცემა Le Monde იტყობინება, რომ კრემლის წარმომადგენელი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში, კირილ დმიტრიევი, 7 იანვარს პარიზში იმყოფებოდა.
როგორც Le Monde-მა ინფორმირებული წყაროსგან შეიტყო, დმიტრიევი ფობურ სენტ ონორეს ქუჩაზე შენიშნეს.
ელისეს სასახლე უარყოფს ინფორმაციას, რომ დმიტრიევი პრეზიდენტის სასახლეს 6 იანვარს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების ლიდერების შეხვედრის მეორე დღეს ეწვია, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ამერიკის პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი იმყოფებოდნენ.
როგორც იუწყებიან, პარიზში, დიმიტრიევი აშშ-ის საელჩოში მიიღეს, რომელიც ელისეს სასახლის გვერდით მდებარეობს.
7 იანვარს, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ცნობით, უკრაინის დელეგაცია კვლავ პარიზში იმყოფებოდა და ამერიკულ გუნდს ხვდებოდა.
უმეროვის ცნობით, უკრაინის დელეგაციამ ასევე კონსულტაციები გამართა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან, აშშ-ის, ნატო-ს, ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს მონაწილეობით.