საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის დროშისა და ქვეყნის სხვა სიმბოლოების გამოყენება აკრძალა.
აკრძალვა ვრცელდება როგორც შეჯიბრის მონაწილეებზე, ასევე ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივრებზე.
„რუსეთის დროშა და რუსეთთან დაკავშირებული სხვა სიმბოლოები აიკრძალება მილანისა და კორტინა დ’ამპეცოს ოლიმპიურ თამაშებზე“, - ნათქვამია წერილში.
ამ წესის განახლების მიზეზი სათხილამურო ტურ-დე-სკი-ს დროს ტრიბუნაზე რუსეთის დროშის გამოჩენა გახდა. რბოლის შემდეგ, როდესაც საველი კოროსტელევმა მეოთხე ადგილი დაიკავა, გულშემატკივრები სტადიონზე რუსეთის დროშით გამოჩნდნენ.
ოლიმპიურ ასპარეზობებში რუს სპორტსმენებს ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის უფლება აქვთ.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიაში, თებერვალში იმართება.