7 იანვრის დილით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსში ჩავიდა. როგორც ცნობილია, კვიპროსი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
ზელენსკი კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ქრისტოდულიდესს შეხვდება, შემდეგ კი კვიპროსის მთავარეპისკოპოსს.
შე,დეგ ზელენსკი ქრისტოდულიდესთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს, რომელსაც ასევე დაესწრებიან ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე მონაწილეობას მიიღებს კვიპროსის რესპუბლიკის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის მიძძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გაიმართება.