ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისთვის და კიდევ ოთხი ევროპელისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესებას ეხმიანება.
"ევროკავშირი გმობს აშშ-ის მიერ ევროპელი მოქალაქეებისა და თანამდებობის პირების მიმართ მოგზაურობის შეზღუდვებს.
ასეთი ზომები მიუღებელია მოკავშირეებისთვის, პარტნიორებისა და მეგობრებისთვის.
ევროკავშირი მტკიცედ იცავს გამოხატვის თავისუფლებას, სამართლიან ციფრულ წესებს და მის მარეგულირებელ სუვერენიტეტს". - წერს ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხ ხელმძღვანელს აშშ-ში შესვლა აუკრძალა.