პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ლუის მონტენეგრო შაბათს დილით კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება.
პრემიერ-მინისტრს მანამდე ორი შეხვედრა ჰქონდა ვოლდიმირ ზელენსკისთან.
პირველი შეხვედრა ლისაბონში 2024 წლის 28 მაისს გაიმართა, როდესაც ზელენსკი პორტუგალიას ეწვია და თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმება გაფორმდა.
მეორე შეხვედრა კოპენჰაგენში მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაიმართა, როდესაც ლიდერები სამიტის ფარგლებში შეხვდნენ და კიევისადმი პორტუგალიის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.
ეს უკრაინაში ლუის მონტენეგროს პირველი ვიზიტია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრ ნუნო მელოსთან, კიევში ღამის მატარებლით დილით ჩავიდა.
უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის გარდა, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება უკრაინელ კოლეგას, იულია სვირიდენკოს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს.