ევროკავშირის სამიტზე უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ერთობლივი სესხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტამ განაცხადა.
„ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ. უკრაინისთვის 2026-27 წლებისთვის 90 მილიარდი ევროს მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილება დამტკიცდა. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და შევასრულეთ“, - განაცხადა კოშტამ.
მედიის ვნობით, ფინანსური სახსრები მოზიდული იქნება ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 24-ის ერთობლივი სესხით, თუმცა გეგმის დამტკიცებას ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდებოდა, რადგანაც სესხი უზრუნველყოფილია ევროკავშირის ცენტრალური გრძელვადიანი ბიუჯეტით.
ერთობლივი სესხით სახსრების მოზიდვის გეგმაში არ მიიღებენ მონაწილეობას უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი.
Politico წერს, რომ ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე, 15-საათიანი დისკუსიების შემდეგ, ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინისთვის მილიარდობით ევროს ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ითვალისწინებს, შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა განიხილეს საკითხის ერთობლივი სესხების საფუძველზე გადაწყვეტა, რომელიც უკრაინისთვის ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს გაგზავნას ითვალისწინებს.