უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვარშავაში ჩასვლისთანავე ზელენსკის პოლონური მხარის წარმომადგენლები და პოლონეთში უკრაინის ელჩი ვასილ ბოდნარი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის ლიდერი პირველ ორმხრივ შეხვედრას გამართავს პოლონეთის ახალ პრეზიდენტთან, კაროლ ნავროცკისთან.