ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტის“ 41 გემს, რომლებიც ენერგიის ექსპორტისთვის გამოიყენება.
აკრძალვა ვრცელდება პორტებზე წვდომაზე, ასევე საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურების ფართო სპექტრის მიწოდებაზე.
როგორც იუწყებიან, ეს ზომები მიმართულია „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების მიმართ, რომლებიც გვერდს უვლიან ნავთობის ფასების ლიმიტის მექანიზმს ან უჭერენ მხარს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს, ასევე გემების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირებაზე ან მონაწილეობენ მოპარული უკრაინული მარცვლეულისა და კულტურული ფასეულობების უკრაინიდან გატანაში.
ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დასანქცირებული რუსული გემების რაოდენობა 600-მდე გაიზარდა.