„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დედის მარინა კოტრიკაძის განცხადებით, დაკავების შემდეგ ლევან ხაბეიშვილს არასრულწლოვან შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ. ლევან ხაბეიშვილის დედამ პოლიტიკოს თეონა ჭალიძესთან ერთად სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა.
მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილმა შვილები მხოლოდ ერთხელ ნახა, ისიც პროკურატურასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ. მათივე ინფორმაციით, პოლიტიკოსს ამ დრომდე არ ეძლევა სატელეფონო ზარებისა და წერილობითი კომუნიკაციის შესაძლებლობა.
"როგორც ლევანს აქვს შეზღუდული შვილებთან ურთიერთობა, ასევე ყველა 4 ოქტომბერს დაკავებულ პოლიპატიმრებს შეზღუდული აქვთ შვილებთან ურთიერთობა. არასრულწლოვან შვილს რომ მშობელი შეხვდეს, ამით რა შავდება? თუ თავიანთი შვილები შვილები არიან, პოლიტაპტიმრების შვილებმა რა დააშავეს? პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც სამშობლოს სიყვარულის გამო ჰყავთ დატყვევებული... არც პროკურატურას, არც მოსამართლეს არაფერს ეკითხებიან, გადაწყვიტეს თვითონ, დაუწესეს შეზღუდვები და ეს მიიღო ყველამ. ბავშვების უფლებები იყოს დაცული. არა მარტო ჩემი შვილიშვილების, არამედ ყველა პატიმრის შვილის უფლება იყოს დაცული და მიეცეს მშობლებთან კომუნიკაციის საშუალება ბავშვებს, - განუცხადა კოტრიკაძემ ჟურნალისტებს.