პუტინს არ სჯერა ხალხის. მას მხოლოდ ძალისა და ფულის სჯერა. რუსები დაღუპულებს არ ითვლიან. თუმცა, ისინი ითვლიან ყოველ დოლარსა და ევროს, რომელსაც კარგავენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ არა მხოლოდ სისხლისღვრის შესაჩერებლად, არამედ რუსეთის საზღვრებთან არსებული ვითარების შესაცვლელადაც, რათა მას ახალი ომის დაწყების შესაძლებლობა არ ჰქონდეს.
საქმე ასევე ეხება რუსეთის იძულებას, საბოლოოდ ისწავლოს კანონის უზენაესობით ცხოვრება. და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ რეალური პასუხისმგებლობა იქნება, როდესაც აგრესორის დასჯა გარდაუვალი გახდება“, - განაცხადა მან ნიდერლანდების პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ევროპელ ლიდერებს ახლა მაგიდაზე გაყინული რუსული აქტივების შესახებ გადაწყვეტილება აქვთ განსახილველად.
„ამ აქტივების უმეტესობა ევროპაში მდებარეობს. ეს რუსული აქტივები შეიძლება და სრულად უნდა იქნას გამოყენებული რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად. აგრესორმა უნდა გადაიხადოს. ეს ასევე სამართლიანობის აღდგენის საკითხია და ისე, რომ რუსეთმა ნამდვილად იგრძნოს ეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
„პუტინს არ სჯერა ხალხის. მას მხოლოდ ძალისა და ფულის სჯერა. რუსები დაღუპულებს არ ითვლიან. თუმცა, ისინი ითვლიან ყოველ დოლარსა და ევროს, რომელსაც კარგავენ. სწორედ ამიტომ არის საჭირო რუსული ფულის შესახებ მკაცრი გადაწყვეტილების მიღება. ეს სახსრები რუსეთისგან თავის დასაცავად უნდა იქნას გამოყენებული. მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ამას“, - განაცხადა ზელენსკიმ.