უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ისტორიაში პირველად უკრაინულმა წყალქვეშა დრონებმა (Sub Sea Baby) ნოვოროსიისკის პორტში განლაგებული რუსული "ვარშავიანკას" კლასის წყალქვეშა ნავი ააფეთქეს.
რუსეთის შავის ზღვის ფლოტმა თავდასხმა აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ აფეთქებას ზიანი არ მოუტანია.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, აფეთქების შედეგად წყალქვეშა ნავმა სერიოზული ზიანი მიიღო და ფაქტობრივად მწყობრიდან არის გამოსული. სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ნოვოროსიისკის პორტში ძლიერ აფეთქებას ასახავს.
უწყების განცხადებით, წყალქვეშა ნავი კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების ოთხ გამშვებ მოწყობილობას ატარებდა, რომლებსაც რუსები უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებენ.
რუსეთის არმიამ ბოლოს უკრაინას კალიბრის რაკეტებით 13 დეკემბრის ღამეს შეუტია, საიდანაც 16 შავი და კასპიის ზღვებიდან გაუშვა. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადების თანახმად, ცხრა მათგანი ჩამოაგდეს.