ბერლინში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მედიას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დიმიტრი ლიტვინმა აცნობა.
დღეს გერმანიის დედაქალაქში ასევე ელოდებიან საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს, ნიდერლანდების პრემიერს დიკ სხოოფს, იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯა მელონის და ფინეთის პრეზიდენტს ალექსანდრ სტუბს.
ფინეთის პრეზიდენტი ბერლინში კვირას ჩავიდა და უკვე შეხვდა დონალდ ტრამპის წარმომადგენლებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, ზელენსკის შეხვედრა ევროპელი ლიდერებთან დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.