უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერიტორიების საკითხს უკრაინის მოსახლეობამ უნდა უპასუხოს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„მე მჯერა, რომ უკრაინის მოსახლეობა ამ კითხვას უპასუხებს. იქნება ეს არჩევნების თუ რეფერენდუმის გზით, უკრაინის მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ახლა ბევრი რამ ფრონტზე არსებულ ვითარებასა და უკრაინელი სამხედროების შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა, სინამდვილეში, ბევრი რამ, მე მჯერა, ჩვენს ჯარებზეა დამოკიდებული.
როგორ შეუძლიათ უკრაინელ სამხედროებს შეკავება, როგორ შეუძლიათ მათ დგომა, სად შეუძლიათ მათ ოკუპანტის განადგურება? ეს გავლენას ახდენს მთელ დიპლომატიურ სტრუქტურაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.