უკრაინისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა ოთხშაბათს მოლაპარაკებები გამართეს ომის დასრულების შემდეგ უკრაინის აღდგენის შესახებ. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკული მხრიდან მოლაპარაკებებში დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ფინკი მონაწილეობდნენ.
უკრაინული მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო, ეკონომიკის მინისტრი ოლექსეი სობოლევი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა და მისი მოადგილე სერჰიი კისლიცია, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თავმჯდომარე ანდრიი გნატოვი.
„ეს არსებითად იყო იმ ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელიც უკრაინის აღდგენისა და ეკონომიკური აღორძინების შესახებ დოკუმენტზე იმუშავებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„არსებობს მრავალი ვარიანტი, რომელიც სწორი მიდგომით, უკრაინაში შეიძლება განვითარდეს. ჩვენ უკვე მოვამზადეთ უკრაინის მოსაზრებები ომის დასრულების ფუნდამენტური დოკუმენტის 20 ძირითად პუნქტთან დაკავშირებით. სწორედ ზოგადი უსაფრთხოება განსაზღვრავს ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ჩამოაყალიბებს ბიზნეს კლიმატის უსაფრთხოებას“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.