უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო დაზვერვის სამსახურს რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის უფრო ყუარადღებით დაკვირვება დაავალა.
ამის შესახებ ზელენსკიმ საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ოლეჰ ივაშჩენკოს ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის ტერიტორიის ნაწილების დე ფაქტო დესუვერენიზაცია ჩინეთის სასარგებლოდ იზრდება.
ეს, პირველ რიგში, რესურსებით მდიდარი მიწების გამოყენებას და მწირი რესურსების ჩინეთში გაყიდვას ეხება.
ასევე, დაზვერვის მონაცემების თანახმად, ჩინეთი დგამს ნაბიჯებს რუსეთთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით სამხედრო ინდუსტრიაში.
„მე დავავალე საგარეო დაზვერვის სამსახურს, უფრო ყურადღებით დააკვირდეს მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობას უკრაინის ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ ყველა ასპექტში, ასევე ევროპასა და ამერიკაში ჩვენი პარტნიორების ინტერესებთან დაკავშირებულ ყველა ასპექტში. გლობალური უსაფრთხოება არ უნდა დაზარალდეს, რადგან რუსეთის აგრესიის მადა კვლავ შენარჩუნებულია,“- განაცხადა ზელენსკიმ.