უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურააშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესახებ. მისი თქმით, ის ამისთვის ყოველთვის მზადაა.
„მე ყოველთვის მზად ვარ არჩევნებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ გაზეთ La Repubblica-ს ჟურნალისტებთან მოკლე საუბრისას, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან შეხვედრამდე.
მან ასევე კომენტარი გააკეთა იტალიის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივ შეხვედრაზე და ხაზგასმით აღნიშნა: „მე მას [მელონის] ვენდობი; ის დაგვეხმარება“.
ამავდროულად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკიმ მელონისთან შეხვედრაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები დიპლომატიური სიტუაციის ყველა ასპექტში მნიშვნელოვანი იყო.
„ჩვენ ვაფასებთ, რომ იტალია აქტიურად არის ჩართული ეფექტური იდეების ძიებასა და მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ნაბიჯების განსაზღვრაში. მე მივაწოდე ინფორმაცია ჩვენი მომლაპარაკებელთა გუნდის მუშაობის შესახებ. ჩვენ ვახდენთ დიპლომატიის კოორდინაციას. იტალიის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს: ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანია“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
მან ასევე მადლიერება გამოხატა იტალიის მიერ ენერგეტიკული მხარდაჭერის პაკეტისთვის, რომელიც მოიცავს საჭირო აღჭურვილობას. ეს არის ის, რაც ნამდვილად დაეხმარება უკრაინელ ოჯახებს, ჩვენს ხალხს, ბავშვებს, ცხოვრებას ჩვენს ქალაქებსა და თემებში, რომლებიც მუდმივი რუსული თავდასხმების სამიზნეები არიან. ჩვენ უნდა დავიცვათ სიცოცხლე. გმადლობ, იტალია!“ - დაწერა ზელენსკიმ.