უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის დადებითი გადაწყვეტილება ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად რუსული გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა ამ გადაწყვეტილების ფორმატი ჯერ არ არის განსაზღვრული.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული სახსრების გამოყენება ერთ-ერთი თემაა, რომელსაც ის ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოSტასთან შეხვედრაზე განიხილავს.
„მე არ შემიძლია მათ ნაცვლად (ევროკავშირის ლიდერებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების) მათ გადაწყვეტილებებზე ვილაპარაკო. მაგრამ ყველას ესმის და იზიარებს ჩვენს აზრს, რომ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული - რათა რუსეთის გაყინულმა აქტივებმა, რომელიც უკრაინას ანადგურებდა და ანადგურებს, უკრაინისთვის იმუშაოს“, - თქვა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა, თუ დაფინანსება არ იქნებოდა მოწოდებული, ამიტომ შეთანხმების არარსებობის ვარიანტი არ განიხილება.
„ჩვენ ამ სახრების იმედი გვაქვს. არ ვიცი, ეს რეპარაციის სესხი იქნება თუ ალტერნატივა - ეს ევროპის ერთიანობასა და ზოგიერთ სკეპტიკოსზეა დამოკიდებული. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი მოგვარდება... ლიდერებს ესმით, რომ უკრაინა ამ ფულის გარეშე ვერ შეძლებს. და ამ ფულის წყარო [განაწილების გზა] საკითხია ევროპის მიმართ“, - განმარტა პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს თანხები უნდა იქნას გამოყენებული ან აღდგენისთვის, „ან იარაღის შესაძენად, თუ ომი არ დასრულდება“.