იტალიის პრემიერ-მინისტრi ჯორჯია მელონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. მელონიმ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად დახმარების გაწევის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის მთავრობა ავრცელებს.
იტალიის მთავრობის ცნობით, მელონი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა „სამუშაო ვიზიტების წინ, რომლებსა ის უახლოეს დღეებში ლონდონში,. ვრიუსელში და რომში გამართავს წამყვან ევროპელ ლიდერებთან კონტაქტების ფარგლებში.
საუბრის დროს მელონიმ გამოხატა იტალიის სოლიდარობა უკრაინის მიმართ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან განხორციელებული განურჩეველი თავდასხმების ახალი ტალღის შემდეგ და ზელენსკის აცნობა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის მხარდასაჭერად სასწრაფო დახმარების გაგზავნის შესახებ.
იტალიის მთავრობის ცნობით, იტალიური კომპანიების მიერ მოწოდებული გენერატორები უკრაინაში მომდევნო კვირების განმავლობაში გაიგზავნება
მელონიმ ასევე კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესისა და შეერთებული შტატების ძალისხმევის მიმართ, რათა იპოვოს გზა, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ.