უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერთი კვირის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ოლქებს 1600-ზე მეტი დრონით, დაახლოებით 1200 მართვადი საჰაერო ბომბით და სხვადასხვა ტიპის თითქმის 70 რაკეტით შეუტიეს.
„ამ დარტყმების მთავარი სამიზნე ინფრასტრუქტურაა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას უზრუნველყოფს.
დღესაც იყო დარტყმა: 240-ზე მეტი დრონი და ხუთი ბალისტიკური რაკეტა, დაზიანებაა შვიდ ოლქში. დღესაც იყო დარტყმა: 240-ზე მეტი დრონი და ხუთი ბალისტიკური რაკეტა, დაზიანებაა შვიდ ოლქში. სამწუხაროდ, სლავიანსკსა და ჩერნიჰივის ოლქში არის მსხვერპლი", - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა აგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას ამ თავდასხმებზე რეაგირების მიზნით თავდაცვის გასაძლიერებლად.
„პრიორიტეტი ნათელია: მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაკეტა, მეტი მხარდაჭერა ჩვენი დამცველებისთვის. ყველა შეთანხმება უფრო სწრაფად უნდა შესრულდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.