ინდოეთის გოას შტატის სოფელ არპორაში, ღამის კლუბ Birch by Romeo Lane-ში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის სულ მცირე ოთხი ტურისტია.
ინფორმაციას Times of India ავრცელებს.
შტატის პოლიციის უფროსის თქმით, დადასტურებულია ოთხი ტურისტისა და კლუბის 14 თანამშრომლის დაღუპვის ფაქტი. კიდევ შვიდი ადამიანის ვინაობა დგინდება. სულ მცირე 50-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
ტრაგედია 7 დეკემბრის ღამეს მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი კლუბის სამზარეულოში გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება.