უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს, 8 დეკემბერს, ლონდონში ჩავა.
„დიახ, დაგეგმილია [ვიზიტი]“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს შეკითხვის, იგეგმება თუ არა ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, პასუხად.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შაბათს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვისგან ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს ელოდება.