უკრაინული მედიის ცნობით, რუსი ოკუპანტები უკრაინაზე საჰაერო დარტყმებს გუშინდელი ღამიდან ახორციელებენ.
საჰაერო განგაში გამოცხადდა ყველა რეგიონში. უკვე ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულებისა და რკინიგზის ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა მასირებული საჰაერო თავდასხმის დროს როგორც დრონები, ასევე რაკეტები გამოიყენეს. ოლქების უმეტეოსბა რუსული დრონების თავდასხმის ქვეშაა.
რუსეთის არმიამ ასევე გაუშვა ფრთოსანი რაკეტები სტრატეგიული ბომბდამშენებიდან.
ლუცკის მერმა იგორ პოლიშჩუკმა განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქება მოხდა. ქალაქის ერთ-ერთ უბანში საკვები პროდუქტის საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა.
რუსებმა ასევე, დრონებით იერიშიმიიტანე ს სტაროკოსტიანტინიოვზე.
გარდა ამისა, უკრაინის რკინიგზის ცნობით, ფასტოვში რკინიგზის ინფრასტრუქტურის მასიური დაბომბვის გამო, ქალაქში გასავლელი სამგზავრო მატარებლების მარშრუტები სასწრაფოდ შეიცვლალა.
ამ დროისათვის, საჰაერო ძალების ცნობით, რაკეტები დასავლეთის მიმართულებით, ასევე კიევის რეგიონის მიმართულებით დაფრინავენ.
კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, მიკოლა კალაშნიკის თქმით, რეგიონში სამი ადამიანია დაჭრილი.