გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი და ეუთოში დანიის მუდმივი წარმომადგენელი, კრისტიან გრონბეკ-იენსენი ეუთოს მინისტერიალის ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც 39 მონაწილე სახელმწიფო საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ამახვილებს ყურადღებას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ძალის გადაჭარბებულად გამოყენების შესახებ ცნობების გამოძიების ნაკლებობა აჩვენებს განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის სივრცის შევიწროებას აჩვენებს და დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს ქმნის.
"საქართველოში იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს იყენებენ, ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით გამოძიების არარსებობა განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის სამოქალაქო სივრცის შევიწროებას აჩვენებს და დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს ქმნის. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დამოუკიდებლობის შესახებ მიღებული საკანონმდებლო შეზღუდვები განსხვავებული აზრის ჩახშობის საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, საქართველოსთან დაკავშირებით ხელმომწერი სახელმწიფოები ხაზს უსვამენ, რომ "საკანონმდებლო შეზღუდვები სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის დამოუკიდებლობაზე საჯაროდ განსხვავებული აზრის ჩახშობის საფრთხეს ქმნის."
განცხადებას ხელს აწერენ: ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და დანია.