თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავი შეიკავონ. იუწყება Daily Sabah.
„ვიმედოვნებ, რომ ეს საშინელი ომი დასრულდება. თუმცა, დღეს ჩვენ ასევე ვეუბნებით ყველა მხარეს - რუსეთსა და უკრაინას - რომ არ ჩართონ თავიანთი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ამ ომში“, - განუცხადა ბაირაქტარმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, თურქეთის შავი ზღვის სანაპიროსთან თავდასხმების სერიის შემდეგ, უწყვეტი ენერგომომარაგება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
28 ნოემბერს, თურქეთის სანაპიროსთან დარტყმების შედეგად შავ ზღვაში ორი სანქცირებულ ტანკერს, KAIROS-სა და VIRAT-ს ცეცხლი გაუჩნდა.
რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ორი ტანკერზე დარტყმები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია იყო..
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთთაბ დაკავშირებული ნავთობტანკერი Mersin-ი დასავლეთ აფრიკაში, სენეგალის სანაპიროსთან აფეთქებების შედეგად დაზიანდა.
2 დეკემბერს, შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 80 მილის (დაახლოებით 130 კმ) დაშორებით რუსეთიდან საქართველოსკენ მიმავალ ტანკერ Midvolga-2-ზე თავდასხმა განხორციელდა.
2 დეკემბერს კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გააძლიერებდა თავდასხმებს უკრაინის პორტებსა და გემებზე, შავ ზღვაში რუსულ ტანკერებზე დრონებით თავდასხმების შემდეგ.